მწვავე აპენდიციტის დიაგნოსტიკის და მკურნალობის გადაუდებელი ქირურგიის მსოფლიო საზოგადოების (WSES) იერუსალიმის რეკომენდაციები [Translation of WSES Jerusalem Guidelines for Diagnosis and Treatment of Acute Appendicitis]

Main Article Content

Translated by Gia Tomadze *
(*) Corresponding Author:
Translated by Gia Tomadze | giatomadze@global-erty.net

Abstract

მწვავე აპენდიციტი მუცლის მწვავე ტკივილის ერთერთ ყველაზე ხშირი მიზეზია. მწვავე აპენდიციტის დიაგნოსტიკა რთულია; მოწოდებულია კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების სხვადასხვა კომბინაცია ლაბორატორიულმონაცემებთან ერთად, რამდენიმე შეფასების ქულათა სისტემაში გამოყენებით, რომლებიც მიუთითებენ მწვავე აპენდიციტის ალბათობაზე და შემდგომი მართვის შესაძლო მეთოდებზე. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კვლავ საკამათო რჩება გამოსახულებითი კვლევების - ულტრასონოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტური რეზონანსი - როლი მწვავე აპენდიციტის დიაგნოსტიკაში სხვადასხვა ვითარებაში. დღემდე არ გამოქვეყნებულა მწვავე აპენდიციტის დიაგნოსტიკისა და მართვის ყოვლისმომცველი კლინიკური რეკომენდაციები. 2015 წლის ივლისში, WSES მე -3 მსოფლიო კონგრესის დროს, რომელიც ჩატარდა იერუსალიმში (ისრაელი), ექსპერტთა რვა ჯგუფმა, მათ შორის საორგანიზაციო კომიტეტმა, სამეცნიერო კომიტეტმა და სამეცნიერო სამდივნომ, რომლებიც მონაწილეობდნენ კონსენსუსის კონფერენციაში, წარმოადგინა რამდენიმე დებულება მწვავე აპენდიციტის დიაგნოსტიკისა და მართვის შესახებ, რომლებიც შემუშავდა წინასწარ დასმული რვა ძირითადი კითხვის საფუძველზე. შემდეგ მოხდა კენჭისყრა თითოეულ დებულებასთან დაკავშირებით, მოხდა შეუთანხმებელი დებულებების მოდიფიცირება და ისინი საბოლოო კენჭისყრით დამტკიცდა კონსენსუსის კონფერენციის მონაწილეებისა და შემდგომ თანააატორთა საბჭოს მიერ. წინამდებარე ნაშრომში შეჯამებულია დასკვნითი რეკომენდაციების დებულებები თითოეულშემდეგ საკითხზე: 1) კლინიკური ქულებით შეფასების სისტემების დიაგნოსტიკური ეფექტურობა, 2) გამოსახულებითი კვლევების როლი, 3) გაურთულებელი აპენდიციტის არაოპერაციული მკურნალობა, 4) აპენდექტომიის ვადები და სტაციონარში დაყოვნება, 5) ქირურგიული მკურნალობა 6) აპენდიციტის ინტრაოპერაციული ხარისხობრივი შეფასების ქულათა სისტემები და მათი კლინიკური სარგებელი 7) გართულებული აპენდიციტის ქირურგიული მკურნალობა: აბსცესი ან ფლეგმონა 8) პრე-ოპერაციული და პოსტოპერაციული ანტიბიოტიკები.


 


Source: this paper is an abridged translation of: Di Saverio S, Birindelli A, Kelly MD, et al.WSES Jerusalem guidelines for diagnosis and treatment of acute appendicitis. World J Emerg Surg 2016;11:34, DOI 10.1186/s13017-016-0090-5


Downloads month by month

Downloads

Download data is not yet available.

Article Details

Most read articles by the same author(s)