მწვავე კალკულოზური ქოლეცისტიტი: გადაუდებელი ქირურგიის მსოფლიო საზოგადოების (WSES) 2016 წლის რეკომენდაციები [Translation of 2016 WSES guidelines on acute calculous cholecystitis]

Main Article Content

Translated by Gia Tomadze *
(*) Corresponding Author:
Translated by Gia Tomadze | giatomadze@global-erty.net

Abstract

მწვავე კალკულოზური ქოლეცისტიტი ძალზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის ზოგიერთი ასპექტი დღემდე გაურკვეველი რჩება. მსოფლიოს გადაუდებელი ქირურგიის საზოგადოებამ (WSES) ამ თეთრი ლაქების აღმოსაფხვრელად შეიმუშავა ვრცელი რეკომენდაციები. განხილულია სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები, ანტიბატერიული თერაპია, ნაღვლის საერთო სადინარის ასოცირებული კონკრემენტების შეფასება, მაღალი რისკის პაციენტების გამოვლენა, ქირურგიული ჩარევის ვადები, ოპერაციის ტიპი და ქირურგიული ჩარევის ალტერნატივა. გარდა ამისა, წარმოდგენილია ალგორითმი: დიაგნოზის დადგენის და ქოლედოქოლითიაზის რისკის შეფასების შემდეგ ყველა პაციენტს უნდა შეეთავაზოს ლაპაროსკოპული ქოლეცისტექტომია, იმ პირთა გარდა, რომელთაც აქვს გართულებების და ლეტალობის მაღალი რისკი. წარმოდგენილი რეკომენდაციები განხილული უნდა იყოს, როგორც დამხმარე ინსტრუმენტი გადაწყვეტილების მისაღებად, და ისინი არ ცვლიან თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ კლინიკურ შეფასებას.


 


Source: this paper is an abridged translation of Ansaloni L, Pisano M, Coccolini F, et al. 2016 WSES guidelines on acute calculous cholecystitis. World J Emerg Surg 2016;11:25, DOI 10.1186/s13017-016-0082-5.


Downloads month by month

Downloads

Download data is not yet available.

Article Details

Most read articles by the same author(s)