ღია მუცელი ტრავმულ და არა-ტრავმულ პაციენტებში: WSES 2018 გაიდლაინი [Translation of 2018 WSES guidelines: The open abdomen in trauma and non-trauma patients]

Main Article Content

Translated by Gia Tomadze *
(*) Corresponding Author:
Translated by Gia Tomadze | giatomadze@global-erty.net

Abstract

დაზიანების კონტროლმა შეიძლება გამოიწვიოს პოსტოპერაციული ინტრა-აბდომინალური ჰიპერტენზია ან აბდომინალური კომპარტმენტ სინდრომი. ამ პირობებმა შეიძლება გამოიწვიოს მანკიერი, თვით-შემანარჩუნებელი ციკლი, რასაც მივყავართ მძიმე ფიზიოლოგიურ დარღვევებამდე და მულტიორგანულუკმარისობამდე, მანამ არ მოხდება მუცლის ღრუს (ქირურგიული ან სხვა სახის) დეკომპრესია. გარდა ამისა, ზოგიერთ კლინიკურ სიტუაციაში, მუცლის ღრუ ვერ დაიხურება შემდეგი მიზეზების გამო: ვისცერალური შეშუპება, ინფექციის გამომწვევი წყაროების კონტროლირების შეუძლებლობა, ან განმეორებითი კვლევის აუცილებლობა (როგორც “დაგეგმილი განმეორებითი” ლაპაროტომია - planned “second-look” laparotomy) ან ადრე დაწყებული დაზიანებების კონტროლის-პროცედურების დასრულება ან მუცლის კედლის მთლიანობის დაზიანების შემთხვევაში. ღია მუცელი, ტრავმულდა არა- ტრავმულპაციენტებში შემოთავაზებულია როგორც ეფექტური გზა, პაციენტებში დარღვეული ფიზიოლოგიისა და მძიმე დაზიანებების თავიდან აცილების ან განკურნებისთვის, ან კრიტიკული დაავადების მქონე პაციენტებში, როდესაც არ არსებობს რაიმე სხვა მიზანშეწონილი ვარიანტი. თუმცა მისი გამოყენება საკამათო საკითხად რჩება, რადგან იგი მოიხმარს რესურსებს და წარმოადგენს არა-ანატომიურ მდგომარეობას მძიმე, მწვავე ეფექტების პოტენციალით. აქედან გამომდინარე (ღია მუცლის), მისი გამოყენება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მიზანმიმართულად იმ პაციენტებში რომლებიც ყველაზე მეტ სარგებელს ნახავენ მისგან. მუცლის ფასცია-ფასციასთან დახურვა უნდა მოხდეს, როგორც კი პაციენტი შეეძლებს ფიზიოლოგიურად მასთან შეგუებას. უნდა გატარდეს ყოველგვარი უსაფრთხოების ზომები გართულებების შემცირების მიზნით.


 


Source: this paper is an abridged translation of: Coccolini F, Roberts D, Ansaloni L, et al. The open abdomen in trauma and non-trauma patients: WSES guidelines. World J Emerg Surg 2018;13:7, DOI 10.1186/s13017-018-0167-4.


Downloads month by month

Downloads

Download data is not yet available.

Article Details

Most read articles by the same author(s)